5 მაისს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმისი, ახალწყალი, თელეთი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში; 11:40-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარტყოფი, საცხენისი და მიმდებარე სოფლებში; 13:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში წალასყური, მუხრან დაჩები, კუმისი და მიმდებარე სოფლებში; 17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სართიჭალა, გამარჯვება, დიდი ლილო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.