გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ივნისს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ყარაჯალარი, ყარათაკლია, გაჩიანი, აქთაკლია, ველი, ფონიჭალა, ფოლადაანთკარი. 12:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, ქესალო, თაზაქენდი. 12:00-დან 12:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში კაპანახჩი, კალინინო, ლელაშხა, ვარკეთილის მეურნეობა. 14:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, თბილწყარო, მზიანეთი.

11:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს დმანისში ჩოლოყაშვილის, გაბაშვილის, არსაკიძის, 9-აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, შახმარლო, ქარიანი, მაშავერა და მიმდებარე სოფლებში.

15:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში მუშევანი, ჯავშანიანი, ქვეში, კიანეთი, საბერეთი, აკაურთა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.