გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ივნისს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, თამარისი, ცურტავი, მუხრანა, ქვ. არქევანი, ხიდისყური, მუღანლო, ზემო არქევანი, ფარიზი, ახალი დიოკნისი. 12:00-დან 12:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში აკაურთა, ზვარეთი, რატევანი, ბოლნისი, ქვეში, ქ. ბოლნისში სიონის, სანაპიროს, მაშავერას, მოსიაშვილის ქუჩებზე.
11:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:45-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ხიხანი, შაუმიანი, შულავერი.
11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარტყოფი, წინუბანი, ბროწეულა, დიდი ლილო. 13:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ გამარჯვებაში.
12:00-დან 19:00 საათამდე – მომხმარებლებს დმანისში 9 აპრილის, გამსახურდიას, მუსხელიშვილის, აღორძინების, კოსტავას, ჩოლოყაშვილის, გოგებაშვილი, შანიძის, გამარჯვების და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.