სენაკში შვილმა მამა დაჭრა. შემთხვევა ზუგდიდის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანება, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.
დამატებითი დეტალები და დაჭრის მოტივი ამ დროისთვის , უცნობია.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობოთ, გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 19/109-ე მუხლით,რაც გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას.
უწყების ცნობით, ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.