გორში, ავტომობილი ქვეით დედა-შვილს დაეჯახა – ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, 3 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ,,ჯიპის” ტიპის ავტომანქანა ქვეით დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები გორის კლინკებში გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება 3 წლის ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.