ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2200-ს აჭარბებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვენესუელის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, მიწისძვრის შედეგად 2295 ადამიანი დაიღუპა.
ასევე, 40500-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ 11000-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.









