შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად ის, სხვა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით იკითხება.
„ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მივაწვდით“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოიკითხა თავად ონისე ოქრიაშვილიც.









