ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ეროვნული ინფორმაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
12 ათასზე მეტი ადამიანია დაშავებული, ხოლო 15 ათასზე მეტი ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა.
დამანგრეველი მიწისძვრა ვენესუელაში 24 ივნისს მოხდა. თავდაპირველად 7,2 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა, ხოლო ცოტა ხანში მიწისძვრა განმეორდა და მისი სიმძლავრე 7,4 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის შედეგად კარაკასსა და ლა-გუაირაში 200-მდე შენობა ჩამოიშალა.









