ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა

ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას The Guardian-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარის ხორხე როდრიგესის ინფორმაციით, 24 ივნისს მომხდარი ორი ერთმანეთის მიყოლებით ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 4 118 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 740 დაშავდა.

 

სტიქიამ სანაპირო შტატ ლა-გუაირაში მთელი უბნები გაანადგურა. ათასობით ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, იუწყება The Guardian-ი.

 

ვენესუელაში საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 24 ივნისს მოხდა. თავდაპირველად 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. მოგვიანებით მიწისძვრა განმეორდა. განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდა იყო.