საფრანგეთი და ესპანეთი მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ფრანგი მეხანძრეები ამბობენ რომ ცეცხლის სრულ ჩაქრობას რამდენიმე კვირა დასჭირდება. სინოპტიკოსები კი ორივე ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ.
ძლიერი სიცხის გამო ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხე მატულობს. ცეცხლი უკვე უახლოვდება საფრანგეთის ქალაქ ბორდოს. სტიქიას მეხანძრეებთან ერთად ებრძვის ავიაციაც. ესპანეთსაც და საფრანგეთსაც ხანძართან გამკლავებაში ევროკავშირის ქვეყნები ეხმარებიან.