თელავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულს ბრალი 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება – პროკურატურა გირაოს ითხოვს

თელავში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს. გირაოს ოდენობა 5 000 ლარს შეადგენს.

ბრალდებულ ჭიღლაძის მიმართ თელავის რაიონული სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დიდი ალბათობით, ხვალ იმსჯელებს.