16 ივლისს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს 02:00-დან 04:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 11:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯანდარა, ნაგები, თბილწყარო, მზიანეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.