2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი გახდა – ესპენათის ნაკრებმა არგენტინის ნაკრები 1:0 დაამარცხა.
შეხვედრა ესპანეთის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, მატჩის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა. ვერც ერთმა გუნდმა გოლის გატანა ვერც დამატებულ 2 წუთში შეძლო.
გოლის გარეშე დასრულდა პირველი დამატებით ტაიმიც. მეორე დამატებით ტაიმში კი – შეხვედროს 106-ე წუთზე ანგარიში ფერან ტორესმა გახსნა და ესპანეთის ნაკრები დაწინაურდა. ეს ანგარიში საბოლოო აღმოჩნდა და ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.









