ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაჩიანი, აღთაკლია, ფოლადაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებლის, რატევანის, სულხანსაბას, წმინდა ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ზვარეთი, ჭაპალა, სამტრედო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-19, მე-17, მე-18 მიკრორაიონების კორპუსების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისში ვარკეთილის მეურნეობაში, დიდ და პატარა ლილოში, თეთრიწყაროს, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.