29 ივლისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ივლისს 09:30-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულში ნარიმანოვის, რუსთაველის, ვურგუნის, თაყაიშვილის, ახუნდოვის, გიორგაძის, ერეკლე მეორეს, ბერიტაშვილის, ომარ ხაიამის და მიმდებარე ქუჩებზე. 12:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ქვემო სარალი, შულავერი, აჭარის დას, ალექსეევკა, აგარაკი, მარეთი, სეიდგოჯალო და მიმდებარე სოფლებში.

11:10-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში მაჩაბელის, მეგობრობის  ქუჩებზე. 11:10-დან 11:40 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში თბილისის, ფალიაშვილის, მეგობრობის, მაჩაბელის, ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის, გონაშვილის ქუჩებზე,  მელიქიშვილის მე-3 გასასვლელში.

11:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს დმანისს რაიონის სოფლებში გომარეთი, იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, სარკინეთი, განახლება, ბახჩალარი, მამიშლარი, საჯა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ქვემო და ზემო კარაბულახი, ახალი და ძველი გოდაგდაგი, ახა. 16:45-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს ქ. დმანისში და მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, დიდი დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა, ჯავახი, შინდლარი, ოროზმანი, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში.

14:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, მუხრანა, ხიდისყური, ბალახაური, ცურტავი, თამარისი, ჭაპალა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.