გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ივლისს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში არხოტი, ნაპილნარი, შეხვეტილა, პატარა ნამტვრიანი, ზემო ჭინჭრიანი, პანტიანი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, ბაილარი, მირზოევკა, საიმერლო, დიდი და პატარა ბეგლიარი და მიმდებარე სოფლებში. 14:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ქვემო სარალი, შულავერი, აჭარის დას, ალექსეევკა, აგარაკი, მარეთი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, კაპანახჩი, თაზაქენდი, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, დარაკოვი, წინწყარო, სანთა და მიმდებარე სოფლებში, დაბა წალკაში ცაბაძის, მექანიკურის, წერეთელის ქუჩებზე. 15:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს წალკაში აიდინოვის, თრიალეთის, კალაიჩევის, კოსტავას, ჭელიძის, იოანიდის, დიმიტროვის, თბილისის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.