31 ივლისს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, მარტყოფი.

11:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერაქვი, სიონი, ახკულა, ჯანხოში, ხოჯორნი, კასუმლო. 17:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ბურმა, სადახლო, თაზაქენდი.

11:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, დაშბაში, დარაკოვი და მიმდებარე სოფლებში, დაბა წალკაში აიდინოვის, თრიალეთის, კალაიჩევის, თამარ მეფის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე.

15:30-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს ქ. ბოლნისში აღმაშენებელის, ბარათაშვილის, ბესიკის, ივერიელის, ლაღიძის, თაყაიშვილის, 300 არაგველის, კ. გამსახურდიას, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

16:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ენაგეთი, შავსაყდარი, ჯორჯიაშვილი, ბორბალო, წინწყარო, ღოუბანი, კოდა, ბოგვი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.