8 ივლისს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივლისს 02:00-დან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში თოდრიას, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომარეთი, ქვემო კარაბულახი, მამულო, განახლებბა და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელბში კარათაკლია, გაჩიანი, ყარაჯალარი, აღთაკლია და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, 26 მაისის, გამსახურდიას, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.