9 ივლისს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივლისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელბში რატევანი, ზვარეთი, აკაურთა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელბში ხაჩკოვი, კაბური, ბარეთი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მამხუტი, ტალავერი, მუხრანა და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯანდარა, ნაგები, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.