გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.

 

არსებული ინფორმაციით, გასროლა პოლიციელმა განახორციელა. ამავე ინფორმაციით, დაპირისპირება თავდაპირველად პოლიციელის მამასა და სხვა სოფლის მაცხოვრებლებს შორის მოხდა, შემდეგ კი უკვე პოლიციელი ჩაერია.

 

მომხდარ ფაქტს პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.