ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

სიცხის, ქარისა და დაბალი ტენიანობის ფონზე, ესპანეთში სამ აქტიური ტყის ხანძარს ებრძვიან, ხოლო ერთი ხანძრის ლოკალიზება უკვე მოხერხდა. ყველაზე სერიოზული ვითარებაა სარაგოსას პროვინციის სინკო-ვილიასის რაიონში – ეს ხანძარი ქვეყანაში წლის ყველაზე მასშტაბურ კერად იქცა მას შემდეგ, რაც 12 000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ევაკუირებულია 6 დასახლებული პუნქტი.

 

გვადალახარა და მადრიდი კიდევ ორ ხანძარს ებრძვიან, რის გამოც 2 000-ზე მეტი ადამიანი იზოლაციაშია, ხოლო სიუდად-რეალის ხანძარი, რომელმაც 800 ჰექტარი ფართობი გაანადგურა, უკვე ჩაქრობილია.