ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ლას-პენიას-დე-რიგლოსის პროვინციაში ცეცხლი 16 000 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს. ხელისუფლებამ 19 დასახლებული რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.
ხანძარი გაჩნდა ინგლისის ქალაქ სტუმბრიჯშიც. დამწვარია 20-მდე საცხოვრებელი სახლი. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის დროული ევაკუაცია განხორციელდა, რამაც მსხვერპლის თავიდან აცილება გახადა შესაძლებელი.