ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ბოლო მონაცემებით 1000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათ შორის ასობით უცხოელი ტურისტი.
აღსანიშნავია, რომ ნეპალის სამაშველო ჯგუფმა 100 ინდოელი მოგზაურის ადგილსამყოფელს მიაკვლია. ისინი პილიგრიმები არიან. გარდა ამისა, ნაპოვნია 25 ჩინელი მუშა. ყველა ნაპოვნი ადამიანი ცოცხალი და უვნებელია.
სტიქია გუშინ ჰიმალაის მთებში მყინვარის ჩამოშლის შედეგად განვითარდა, რამაც წყალმოვარდნა და ღვარცოფი გამოიწვია









