20 აგვისტოს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყიზილაჯლო, შახტოსტროი, სოვხოზნაია და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, დიდი ლილო, ნასაგური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო სარალი, ბურმა, ხულდარა, სადახლო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 19:00 საათამდე ბოლნისის რაიონის სოფელბში აკაურთა, ზვარეთი, ხატისოფელი, ქვეში და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.