26 აგვისტოს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს 11:00-დან 11:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარათაკლია, აღთაკლია, გაჩიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ალგეთი, თონეთი, გოხნარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოხტა, ხარება, შიპიაკი და მიმდებარე სოფლებში აგრეთვე წალკაში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, თაზაქენდი, ქესალო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.