გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 აგვისტოს 10:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მუღანლო, სართიჭალა, სიონისუბანი, სახალსოფელი, გამარჯვება.
10:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში არხოტი, ნაპილნარი, შეხვეტილა, ჯვრისხევი, ზემო ჭინჭრიანი, ანტიანი და მიმდებარე სოფლებში.
10:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, დაშბაში, დარაკოვი და მიმდებარე სოფლებში, დაბა წალკაში აიდინოვის, თრიალეთის, კალაიჩევის, თამარ მეფის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე.
13:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის ყიზილაჯლო, მუღანლო, წერაქვი, სიონი, ახკულა, ჯანხოში და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.