პირი,რომელიც თბილისში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან უკანონოდ დაეუფლა ძვირადღირებულ კომპიუტერულ ტექნიკას ცხელ კვლაზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

 

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან უკანონოდ დაეუფლა ძვირადღირებულ კომპიუტერულ ტექნიკას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

 

სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი ნივთი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.