ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ლილო, ნასაგური, ვარკეთილის მეურნეობა, სამგორის მევენახეობა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაზარლო, ქესალო, აზიზბეკოვი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კასუმლო, ბეითარაბჩი, ულაშლო, არაფლო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.