2 სექტემბერს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს 11:00-დან 11:05 საათამდე და 15:55-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრწანისი, მთის ძირი, კუმისი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციაპლიეტის სოფლებში ირაგა, ალექსეევკა, ჯვარა, სამღერეთი, მენკალისი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, შახმარლო, იაკუბლო და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, მაშავერა, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.