23 სექტემბერს,სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 სექტემბერს 07:00-დან 07:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. მარნეულში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სადახლო, შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, კეშალო და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში დამია, ქვემო და ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო, შულავერი და მიმდებარე სოფლებში. 17:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო, თაკალო, კაჩაგანი, წითელი ხიდი და მიმდებარე სოფლებში.

07:00-დან 07:10 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, წინწყარო, კოდა, წერეთელი, ჯორჯიაშვილი  და მიმდებარე სოფლებში.

09:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დარბაზი, ძველი ქვეში, მუშევანი, ტანძია, ფოცხვერიანი, წიფორი, იწრია, ქვეში და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში  წინუბანი, მარტყოფი, ნორიო, დიდი ლილო, ნასაგური. 13:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, 9 აპრილის, სადგურის ქუჩებზე, სართიჭალაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.