ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლემშვენიერა, მზიანეთი, ჯანდარა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამება, დარაკოვი, დაშბაში, ხადიკი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე წალკაში; 12:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, ახლო ლალო, სადახლო, თაზაქენდი, მირზოევკა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში თოდრიას ქუჩაზე კორპუსების ნაწილს; 14:00-დან 16:00 საათამდე შუალედში 30 წუთიანი ინტერვალებით რუსთავში მეგობრობის, კლდიაშვილის, თოდრიას, მესხიშვილის ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









