საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” გაიხსნა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” გაიხსნა.

სიმპოზიუმი თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ 1700 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებიან: საქართველოს პატრიარქი შიო III, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შლვა პაპუაშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

საიუბილეო ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, მისი ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობის სიღრმისეულ გააზრებას, აგრეთვე მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში საქართველოს როლის წარმოჩენას.

სიმპოზიუმის ფარგლებში მოხსენებით გამოვლენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ისტორიკოსები, თეოლოგები, კულტურის მოღვაწეები და სასულიერო პირები.

სიმპოზიუმი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მოიცავს თემატურ სესიებს.