გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერი, კუდრო, ხატისოფელი.

13:30-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში. 15:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მუღანლო, სართიჭალა, სიონისუბანი, ახალსოფელი.

16:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში საბირკენდი, ალგეთი, იმირი, ყულარი, შულავერი, სადახლო, ნიზამი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.