გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27
ოქტომბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით
შეეზღუდებათ აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში
მუშევანი, ჯავშანიანი, ქვეში, კიანეთი, საბერეთი, აკაურთა. 16:00-დან 18:30
საათამდე – აბონენტებს სოფლებში ტალავერი, პატარა დარბაზი.
14:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში ფიროსმანის, 1 მაისის,
სპორტის, მშენებელთა, წერეთლის, წმინდა ნინოს, გოგებაშვილის, ოდიშარიას
ქუჩებზე, მარის არხის 1-ელ დასახლებაში, კულტურის და დასვენების პარკის
და მიმდებარე ტერიტორიაზე. 14:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს მე-17
მიკრორაიონში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის
მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.