მარნეულში 13 წლის მოზარდის მშობიარობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის სამშობიაროში მოზარდმა ტყუპები გააჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში tv4-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 წლამდე პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.









