პრემიერმა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში, ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.