ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს 16-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში ნარიმანობის, რუსთაველის, სამედ ვურგუნის, ბერიტაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11 ოქტომბერს 10:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, ერეკლე მეორის, ქიქოძის, მაზნიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამწვერისი, ხატოსოფელი, ხიდისყური, ფოლადაური და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკაში არისტოტელეს, კოსტავას, ჭელიძის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე; 12 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში დოლიძის, გონაშვილის, ჩოხელის და თბილისის ქუჩებს; 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრწანისი, ახალი კუმისი, მთის ძირი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში თელეთი, მარტყოფი, შსს დაჩები და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.