ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში კოსტავას, დუმბაძის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნორიო, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 12:05 საათამდე და 14:55-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-20 მიკრორაიონის კორპუსების ნაწილს, 31-ე ბაგა-ბაღს და 25-ე საჯარო სკოლას; 16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში ნარიმანოვის, სამედ ვურგუნის, ერეკლე მეორის, ბერიტაშვილის, ხალილოვის და მიმდებარე ქუჩებზე; 16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, ტაყაიშვილის, აბდულა შაიგის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.