17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. ხელისუფლების პირველმა პირებმა სამშობლოს წინაშე გამოჩენილი ერთგულებისთვის, სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის, ვეტერანებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათზე ზრუნვა, ასევე მათი ღირსების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, სწორედ სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შეგახსენებთ, საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.