შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შოტლანდიის პარლამენტისკენ მოაწყვეს მსვლელობა.
აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ცენტრების მშენებლობა გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრები კაცობრიობას საფრთხეს უქმნის და დედამიწას ანადგურებს“.









