ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა.
ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 20 ნოემბრის განკარგულებაში.
„საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრისთვის – მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2078 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრისთვის – მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 სექტემბრის განკარგულება“, – ნათქვამია პრემიერის განკარგულებაში.