სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს 11:00-დან 11:10 საათამდე და 15:50-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში აზიზქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, დიდი მუღანლო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კირიხლო, ყულარი, არაფლო, კირაჩმუღანლო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში წინწყარო, ქოსალარი, არნაუთი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდური, ჭაპალა, მუხრანა, ხიდისყური და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებლის, სააკაძის, კოსტავას, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.