აბუ-დაბიში, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „მოლაპარაკებები მიმართულია კონფლიქტის შემდგომ პერიოდში კონტინენტური უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბების ძირითადი ასპექტების განხილვაზე. ასევე, მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ საფრთხეების პრევენციის მექანიზმების შემუშავებისა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცების საკითხებზე“.
ასევე, რუსი ოფიციალური პირის თქმით, „უკრაინის საკითხის მოგვარება, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია, ამ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების მხოლოდ ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს“.