ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ილმაზლო, კაპანახჩი, ალგეთი, ქეშალო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, მარტყოფი, საცხენისი, მუხროვანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისში 26 მაისის, გორგასლის, ჭუბერის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-7, 21-ე, მე-15 მიკრორაიონების კორპუსების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









