ფონიჭალაში 15-საათიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია

ფონიჭალაში 15-საათიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.

 

მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად გამოიყვანეს 5 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ასევე, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.

 

სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად ნანგრევებში ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი.

 

ადგილზე მობილიზებული იყო 150 მეხანძრე-მაშველი, კინოლოგთა სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები და ყველა საჭირო სპეციალური ტექნიკა.