ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, 3 ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამივე პირი, კონტაქტურ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, თბილისში, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი.








