ირაკლი კობახიძე: 2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული...
2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული ღონისძიება, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის და მადლობა გუნდს ამისათვის,...
ნინო წილოსანი ჩინეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს....
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საზღვაო სფეროში სანქციებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება განიხილა.
მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, გარდა საჯარიმო სანქციების გამკაცრებისა, კანონპროექტით განისაზღვრება პასუხისმგებლობა ისეთ დარღვევებზე, რომლებიც ადრე არ იყო იდენტიფიცირებული.
კანონპროექტის თანახმად, მოხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესები“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ჯარიმების ასახვა კოდექსში.
ცვლილება ითვალისწინებს, ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაწესებას. ასევე, გათვალისწინებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმები.
კოდექსს ემატება ახალი მუხლები, რომლითაც ხდება: მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრება; შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი აღიარებული ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების დაკისრება; სალოცმანო სამსახურებისთვის ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმების დაკისრება; გემის აგენტების მიერ ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების წესის დარღვევისთვის ჯარიმის დაწესება.
აგრეთვე, წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ნავსადგურის კომპლექსური შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმების დაწესებას.
გურამ გურამიშვილის განცხადებით, ცვლილებების მიზანია საზღვაო სფეროში უსაფრთხოებისა და უშიშროების ხარისხის გაზრდა.
,,ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა”- ირაკლი...
ორი კვირის წინ დავაანონსე, რომ 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით. დღეს შევხვდი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს,...
,,დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან”-...
ეკონომიკის განვითარებაში, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს ასრულებს ბიზნესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა...
პარლამენტში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი და...
ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს....
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები ცნობად მიიღო
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2023-2024 წლების ანგარიშები მოისმინეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს...
ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ირაკლი კობახიძემ და პაველ ჰერჩინსკიმ...




















