თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
თბილისში – ღამით, შეშელიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით...
2024 წლის 1 ივლისიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის...
საქართველოს მთავრობის №59 დადგენილება - „ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ“ ავალდებულებს ყველა ფერმერს, დაიცვას ცხოველის საკვების შენახვისა და ტრანსპორტირების...
საქსტატი: 2023 წელს სიღარიბეს თავი დააღწია 145 000-ზე მეტმა ადამიანმა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა...
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.
„ახლა გეტყვით რა...
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარუდგინა. მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ კანონი იმოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ 1 დღის განმავლობაში.
„კანონის არსი და შინაარსი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი მზად იყო კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსიის გასამართად.
„პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა, მათ შორის, იმ გულწრფელ ახალგაზრდებს, ვისაც არ მიაჩნია სწორად ეს კანონი, რომ ყოფილიყო სივრცე საჯარო მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის. თუმცა მათ ჩაკეტეს ეს სივრცე, უარი თქვეს მოლაპარაკებაზე და, საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ ვეტო არგუმენტით „იმიტომ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც პარლამენტის წევრის ფიცის ტექსტი წაიკითხა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები არ გაიზიარა, დეპუტატებმა 84 ხმით მხარი დაუჭირეს კანონის პირვანდელ რედაქციას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა
ლარის კურსის სტაბილიზაციისთვი დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც, საბოლოოდ, 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო...
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება" ძალაში შედის.
აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს, 28 მაისიდან,...
69 წლის ასაკში გარდაიცვალა კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე
69 წლის ასაკში გარდაიცვალა კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობას ადასტურებს რუსთაველის ეროვნული თეატრი.
ტრისტან სარალიძე 1980 წლიდან იყო შოთა რუსთაველის...
პრემიერ-მინისტრი პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე CPLP-სა და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო თანამეგობრობაში...
,,საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს...
საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, - ამის...




















