შორაპანი-არგვეთას მაგისტრალზე გზის კონკრეტულ მონაკვეთზე შეზღუდვა წესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 186-ე კმ-ზე, შორაპანი-არგვეთას მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხოების მიზნით, 2024 წლის...
აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა
აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა...
შსს-მ სასაზღვრო გამშვები პუნქტზე “დარიალი” საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალ სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში ფუნდამენტურ ცვლილებებზე...
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა,ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მისი...
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
თბილისში – ღამით, შეშელიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით...
2024 წლის 1 ივლისიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის...
საქართველოს მთავრობის №59 დადგენილება - „ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ“ ავალდებულებს ყველა ფერმერს, დაიცვას ცხოველის საკვების შენახვისა და ტრანსპორტირების...
საქსტატი: 2023 წელს სიღარიბეს თავი დააღწია 145 000-ზე მეტმა ადამიანმა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა...
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.
„ახლა გეტყვით რა...
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარუდგინა. მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ კანონი იმოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ 1 დღის განმავლობაში.
„კანონის არსი და შინაარსი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი მზად იყო კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსიის გასამართად.
„პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა, მათ შორის, იმ გულწრფელ ახალგაზრდებს, ვისაც არ მიაჩნია სწორად ეს კანონი, რომ ყოფილიყო სივრცე საჯარო მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის. თუმცა მათ ჩაკეტეს ეს სივრცე, უარი თქვეს მოლაპარაკებაზე და, საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ ვეტო არგუმენტით „იმიტომ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც პარლამენტის წევრის ფიცის ტექსტი წაიკითხა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები არ გაიზიარა, დეპუტატებმა 84 ხმით მხარი დაუჭირეს კანონის პირვანდელ რედაქციას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.




















