იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საზღვაო სფეროში სანქციებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება განიხილა.
მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, გარდა საჯარიმო სანქციების გამკაცრებისა, კანონპროექტით განისაზღვრება პასუხისმგებლობა ისეთ დარღვევებზე, რომლებიც ადრე არ იყო იდენტიფიცირებული.
კანონპროექტის თანახმად, მოხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესები“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ჯარიმების ასახვა კოდექსში.
ცვლილება ითვალისწინებს, ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაწესებას. ასევე, გათვალისწინებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმები.
კოდექსს ემატება ახალი მუხლები, რომლითაც ხდება: მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრება; შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი აღიარებული ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების დაკისრება; სალოცმანო სამსახურებისთვის ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმების დაკისრება; გემის აგენტების მიერ ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების წესის დარღვევისთვის ჯარიმის დაწესება.
აგრეთვე, წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ნავსადგურის კომპლექსური შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმების დაწესებას.
გურამ გურამიშვილის განცხადებით, ცვლილებების მიზანია საზღვაო სფეროში უსაფრთხოებისა და უშიშროების ხარისხის გაზრდა.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება....
მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში შეხვედრები გამართა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს.
ქართველი კანონმდებლები სხვადასხვა...
თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მაშველების მიერ გადარჩენილი ერთი ადამიანი კლინიკაშია მოთავსებული, მის...
თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მაშველების მიერ გადარჩენილი ერთადერთი პირი კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უბედური შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში...
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში...
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები ცნობად მიიღო
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2023-2024 წლების ანგარიშები მოისმინეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს...
თბილისში 20 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი...
ბოლნისში,მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბოლნისში მომხდარი, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე...
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარატამენტი ქვეყნის მასშტაბით კვლევებს აგრძელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარატამენტი ქვეყნის მასშტაბით კვლევებს აგრძელებს.
ბოლო 10 დღის განმავლობაში სპეციალისტების 6 ჯგუფი რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში, კერძოდ, ონის,...




















